პაროლი

123456 გლობალურად პაროლების 17%-ია, ყველაზე გავრცელებული პაროლების რეიტინგი

Reuters

თუ თქვენი პაროლია 123456 მის დაუყოვნებლივ გამოცვლას გირჩევთ. უსაფრთხოების ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანია Keeper Security-ის კვლევის მიხედვით, გლობალურად პაროლების 17% 123456-ზე მოდის. კომპანიამ 10 მილიონი პაროლის შესწავლის შედეგად ყველაზე გავრცელებული პაროლების რეიტინგი გამოაქვეყნა.

მსოფლიოში 25 ყველაზე გავრცელებული პაროლი:

  1. 123456
  2. 123456789
  3. qwerty
  4. 12345678
  5. 111111
  6. 1234567890
  7. 1234567
  8. password
  9. 123123
  10. 987654321
  11. qwertyuiop
  12. meynoob
  13. 123321
  14. 6666666
  15. 18atcskd2w
  16. 7777777
  17. 1q2w3e4
  18. 654321
  19. 555555
  20. 3rjs1la7qe
  21. google
  22. 1q2w3e4r5t
  23. 123qwe
  24. zxcvbnm
  25. 1q2w3e

ამ პაროლების სიმარტივე ჰაკერებს პერსონალური მონაცემების მოპარვას უმარტივებს, რასაც ყოველწლიურად გლობალურად რამდენიმე ათეული მილიარდის ზარალი მოაქვს. 

ანალიტიკოსების შეფასებით, პაროლების პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზაა მათზე სრულად უარის თქმა და მათი ავტორიზაციის სხვა მეთოდებით ჩანაცვლება. ამ მიმართულებით განსაკუთრებით სწრაფად მზარდია თითის ანაბეჭდის, სახის ფორმის ან თვალის გუგის სკანერის გამოყენებაა. აღნიშნული მონაცემები პრაქტიკულად გაუყალბებელია და პაროლებისგან განსხვავებით არ არსებობს ალბათობა რომ ერთი და იგივე ანაბეჭდით, ანუ ავტორიზაციის მეთოდით ორი ან მეტი ადამიანი ისარგგებლებს.

კომენტარები