უბედური შემთხვევა

მინდელის მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე საქნახშირი განცხადებას ავრცელებს

bpn.ge

ტყიბულში, მინდელის მაღაროში მომხდარ უბედური შემთხვევასთან დაკავშირებით შახტის მფლობელი კომპანია საქნახშირი განცხადებას ავრცელებს.

"ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაზე მიმდინარეობდა ბადიას (ნახშირის ამომღები მოწყობილობის) ბაგირის შეცვლის გეგმური სარემონტო სამუშოები, რომელზეც დაკავებული იყო შახტის სარემონტო ბრიგადა, სამუშაოებზე პასუხისმგებელი პირის ხელმძღვანელობით. სამუშაოების მსვლელობის პროცესში ნახშირის ამომღები ბადია, რომლის უშუალო სარემოტო სამუშაოებით დაკავებული იყო ოთხი თანამშრომელი, ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზეზების გამო ჩაწყდა სარემონტო პოზიციიდან. ბრიგადის ადგილზე მყოფმა სხვა წევრებმა შეატყობინეს დისპეტჩერს მომხდართან დაკავშირებით, რის შემდგომაც დაუყოვნებლივ გამოძახებულ იქნა სამთო მაშველთა და სასწრაფო დახმარების სამსახურები. მიმდინარეობს ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება სარემონტო ბრიგადი მოძიება-გადარჩენის მიზნით. შექმნილია მოკვლევის ჯგუფი, რომელიც დაადგენს ავარიის გამომწვევ მიზეზებს",-წერია საქნახშირის განცხადებაში.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამსახურში უთხრეს საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები