უბედური შემთხვევა

პრეზიდენტი: საჭიროა შრომის უსაფრთხოების წესების დახვეწა და აღსრულება

0 კომენტარი
გიორგი მარგველაშვილი ფოტო: report.az

საქართველოს პრეზიდენტი ტყიბულში მომხდარ უბედური შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს. გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ საჭიროა შრომის უსაფრთხოების წესების დახვეწა და მათი აღსრულების კონტროლი:

"ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ტყიბულში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი.

ამ უმძიმეს წუთებში, თანადგომას ვუცხადებ შახტაში მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს.

სამწუხაროდ, ეს უკვე მერამდენე ტრაგედია ვერ ჩაითვლება უბრალოდ „შემთხვევად“. შრომის უსაფრთხოების დღეს არსებული პირობები, თუნდაც მოქმედი კანონმდებლობის დაცვის ხარისხი, სამწუხაროდ, ეფექტურად ვერ გამორიცხავს მსგავს უბედურებებს. საჭიროა მთლიანი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და ცხადია, პირველ რიგში ხელისუფლების ძალისხმევა მიიმართოს შრომის უსაფრთხოების წესების დახვეწისა და მათი აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ" - ვკითხულობთ პრეზიდენტის განცხადებაში. 

ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში, სარემონტო სამუშაოების შესრულებისას, ოთხი მეშახტე შახტში ჩავარდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები