ავიაცია

აირზენა 2 ახალ თვითმფრინავს, Embraer 190-ს ყიდულობს

Jetblue-ს Embraer 190
flickr.com

აირზენამ დღეს ფლოტის განახლების შესახებ გაავრცელა განცხადება, ქართული ავიაკომპანია 2 Embraer 190-ს ყიდულობს. ავიაკომპანიამ რამდენიმე დღის წინ ახალი Boeing 737-700-ის ყიდვის შესახებაც გაავრცელა განცხადება.

Embraer 190 რეგიონული ავიალაინერია, მისი საფრენი მანძილი 4.5 ათასი კილომეტრია. ბორტი დაახლოებით 90 მგზავრზეა გათვლილი. თითოეული თვითმფრინავის საბაზრო ღირებულება $46 მილიონია, შესაბამისად აღნიშნული გარიგება ქართული ავიაციის უახლეს ისტორიაში უმსხვილესია. აღნიშნული მოდელის თვითმფრინავს იყენებენ lufthansa, LOT-ი KLM და სხვა ავიაკომპანიები.

აირზენას არსებული ავია პარკი ასე გამოიყურება:

  • Boeing 737-500 - 116 ადგილი
  • Boeing 737-700 - 132 ადგილი
  • ერთ CRJ100 - 50 ადგილი
  • სამი CRJ200 - 50 ადგილი

ფლოტის განახლებასთან ერთად აირზენა უცხოურ კომპანიებს დემპინგში ადანაშაულებს. კომპანია Turkish airlines, Aeroflot-სა და Wizzair-ს დემპინგში ადანაშაულებს და მთავრობისგან დახმარებას ითხოვს.

დღეისთვის საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი Turkish airlines-ია, რაც პირველ რიგში იმას უკავშირდება, რომ საქართველო თითქმის ყველა მნიშვნელოვან ცენტრს ტრანზიტის მეშვეობით უკავშირდება, Turkish airlines-ი და სხვა ავიაკომპანიები კი მომხმარებლებს სწორედ ამ ტიპის ტრანზიტულ რეისებს შეღავათიან ფასად სთავაზობს. 

კომენტარები