ბიტკოინი

Bitcoin-ის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა, ერთი ბიტკოინი $1731 დოლარი ღირს

flickr.com

კრიპტოვალუტა ბიტკოინის ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ერთი ბიტკოინი $1731 დოლარი ღირს. გაძვირების შედეგად ბიტკოინის გლობალური ბაზრის მოცულობამ $52 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ბიტკოინის გაძვირების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ის მრავალ მიზეზს, მათ შორის იაპონიის მიერ ბიტკოინის ლეგალურ საგადახდო საშუალებად ცნობას და ბლოკჩეეინ ტექნოლოგიის ფართო გავრცელებას უკავშირდება.

რა არის ბიტკოინი

ბიტკოინი ვირტუალური ვალუტაა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ის საქონლის შესაძენად ან ნებისმიერი სერვისის განსახორციელებლად გამოიყენოს. ბიტკოინს ცენტრალური ბანკი არ აქვს, მისი შექმნა ნებისმიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება. 

ბიტკოინი და მისი გადახდის სისტემა ბლოკჩეინი მსოფლიოში გადახდის სისტემებს ცვლიან. მსხვილი ბანკები უკვე ცდილობენ, რომ საკუთარი გადარიცხვები ბლოკჩეინ სისტემაში გადაიყვანონ, რაც ტრანზაქციების წარმოების ტრადიციულ სისტემებთან შედარებით გაცილებით უფრო იაფია.

თუმცა ბიტკოინის უარყოფითი მხარე მისი ზედმეტად სწრაფი მერყეობაა, რაც ინვესტორებს მისდამი გრძელვადიანი ნდობის ჩამოყალიბებაში ხელს უშლის.

კომენტარები