საქართველოს კონსტიტუცია

რატიანი: ივანიშვილმა კონტიტუციიდან კულტურული მემკვიდრეობის პუნქტი ამოაღებინა

ტაბულა

გორში, კონსტიტუციის პროექტის საერთო სახალხო განხილვისას, ევროპული საქართველოს წევრმა სერგო რატიანმა თქვა, რომ ივანიშვილის დაკვეთით, კონსტიტუციიდან ამოღებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც ყველას ვალდებულებაა, გაუფრთხილდეს ბუნებასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.

"კონსტიტუციის პროექტში ამოღებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც ყველას ვალდებულებაა, გაუფრთხილდეს ბუნებასა და კულტურული მემკვირეობის ძეგლებს. ეს არის დაკვეთა, რომელიც მოდის ბიძინა ივანიშვილისგან და მისი დაკვეთით იცვლება მსგავსი საკითხები. ბიძინა ივანიშვილი უკვეთავს იმას, რომ საქართველოში არ იყოს მთავარსარდალი, რომელსაც აირჩევს ხალხი. ივანიშვილი უკვეთავს იმას, რომ არაპროპორციულად იყოს განაწილებული ძალაუფლება. ბიძინა ივანიშვილი უკვეთავს იმას, რომ კულტურული მემკვიდრეობა არ იყოს გაფრთხილებული სათანადო წესით" ,- თქვა სერგო რატიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რატიანის საპასუხოდ ენმ-ის 9-წლიანი მმართველობაც ახსენა.

"თვითონ ნუ მოახდენენ საზოგადოების პროვოცირებას. აქ იყო საუბარი პოლიტიკურ საკითხებზე ბატონო სერგო, ჩვენ კონსტიტუციაზე უნდა ვისაუბროთ. საუბარი იყო ისეთ თემებზე, რომლებიც თქვენ არ უნდა გეხსენებინათ. ჩვენ აქ არ დაგვიწყია 9 წელზე ლაპარაკი. ჩვენ ვსაუბრობთ კონსტიტუციაზე. არც 9 წელს გახსენებთ, არც ქუჩაში ხახლხის დახოცვას. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს კონსტიტუციაზე", - თქვა კობახიძემ.

კომენტარები