გარემოს დაცვის სამინისტრო

სახელმწიფომ შპს ჯორჯიან მანგანეზში სპეციალური მმართველი დანიშნა

გარემოს დაცვის სამინისტრო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ შპს ჯორჯიან მანგანეზში სპეციალური მმართველი დანიშნა. სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილება "საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვითა და სასამართლოს თანხმობით" მიიღეს. უწყების ინფორმაციით, "კომპანია არაერთი დაჯარიმებისა და ადგილზე მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით გონივრული ვადების განსაზღვრისა, კვლავ აგრძელებდა საქმიანობას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მძიმე დარღვევით, რაც საბოლოოდ დადასტურდა მიმდინარე თვეს განხორციელებული დათვალიერების შედეგად". 

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, "კომპანიამ მდინარის და ნიადაგის დაბინძურების კუთხით მდგომარეობა არათუ არ გამოასწორა, არამედ ბევრად დაამძიმა, რაც ადგილზე ფაქტობრივად ეკოლოგიური კატასტროფის მდგომარეობის ტოლფას სიტუაციას ქმნის". უწყების განცხადებით, სპეციალური მმართველი პასუხისმგებელი იქნება სიტუაციის ეტაპობრივ გამოსწორებაზე, ამასთან, კომპანია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და მომუშავე პერსონალს დათხოვნა არ ემუქრება.

"მისასალმებელია, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ კომპანიას არ შეუჩერა საქმიანობის ნებართვა და ლიცენზია, რაც თავისთავად აარიდებს ქვეყანას საწარმოო პროცესის შეჩერებას.

კომპანიის სპეციალური მმართველი ეტაპობრივად წარმოადგენს გეგმა-გრაფიკს სიტუაციის გამოსწორებისათვის.

სპეციალურ მმართველად დაინიშნა ნიკოლოზ ჩიქოვანი, რომელსაც გააჩნია დიდი გამოცდილება ს.ს ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშაობისა, რომელიც კარგად იცნობს ასევე შ.პ.ს “ჯორჯიან მანგანეზი”-ში არსებულ პრობლემებს და ვფიქრობთ, იგი დროულად შეძლებს მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის ეტაპობრივ გამოსწორებას ჭიათურასა და ზესტაფონში.

ვფიქრობთ, დღეს როდესაც საქართველოს აქვს პრეტენზია, იყოს ერთიანი ევროპული სივრცის ნაწილი და დაიცვას ადამიანი მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობისგან, ყველა კომპანიამ კარგად უნდა გაითავისოს, რომ საქმიანობისას, გარდა კომერციული მოგებისა, სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხები უნდა მოაწესრიგონ”, - აცხადებს გარემოს დაცვის სამინისტრო.

კომენტარები