NDI-ის გამოკითხვა

NDI: 51% - საქართველოში დემოკრატია არის, 40% - არ არის

0 კომენტარი

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 51% ფიქრობს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატია არის, 40% კი, უარყოფითად პასუხობს. 8%-მა არ იცის, ქვეყანაში დემოკრატია არის თუ არა.

კვლევაში მონაწილეთა 46% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო დემოკრატიულია, მაგრამ გაუმჯობესებას კიდევ საჭიროებს. 15%-ის აზრით, საქართველო მხოლოდ საზოგადოების ნაწილისთვის არის დემოკრატიული, 14% ფიქრობს, რომ საქართველო ჯერ არ არის დემოკრატიული, მაგრამ ამ მიმართულებით ვითარდება, 13% მიიჩნევს, რომ საქართველო შეიძლება, მომავალში გახდეს დემოკრატიული, მაგრამ ამჟამად ამ მიმართულებით არ ვითარდება, გამოკითხულთა 4% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო არ არის და არც არასდროს იქნება დემოკრატიული, ხოლო 2% ფიქრობს, რომ საქართველო უკვე დემოკრატრიულია და გაუმჯობესებას აღარ საჭიროებს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.7%-ია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები