NDI-ის გამოკითხვა

NDI: ევროკავშირი - 65%, ევრაზიული კავშირი - 21%

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 65% ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა, ხოლო 21% - ევრაზიულ კავშირში. 7% არც ერთს არ ეთანხმება.

დასახლების ტიპის მიხედვით, ყველაზე მეტად ევროკავშირში გაწევრიანება თბილისსა (74%) და პატარა ქალაქებში (72%) სურთ, ხოლო ყველაზე ნაკლებად - უმცირესობათა დასახლებებში (30%).

რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, შესაბამისად, ყველაზე მეტად გაწევრიანება უმცირესობათა დასახლებებსა (44%) და სოფლებში (22%) სურთ, ხოლო ყველაზე ნაკლებად  - თბილისში (13%).

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.7%-ია.

კომენტარები