NDI-ის გამოკითხვა

NDI: გამოკითხულთა 68% NATO-ში გაწევრიანების მომხრეა

NATO

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, წინა კვლევასთან შედარებით, გაიზარდა მათი რიცხვი, ვისთვისაც მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი. NDI-ის ცნობით, გამოკითხულთა 68% ამბობს, რომ მათთვის მისაღებია NATO-ში გაწევრიანება, ხოლო 21%-სთვის მიუღებელია.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის იანვრის კვლევით, NATO-ში გაწევრიანების მომხრე იყო 61%, 2016 წლის ივლისში - 64%, ხოლო 2016 წლის მარტში - 68%. ბოლო ხუთი წლის მანძილზე, ყველაზე მეტად NATO-ში გაწევრიანება 2013 წლის ნოემბერში სურდათ (81%), ხოლო ყველაზე ნაკლებად - 2017 წლის იანვარში (61%).

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.7%-ია.

კომენტარები