NDI-ის გამოკითხვა

NDI: 64% - სამხედრო სამსახური მხოლოდ კაცებისთვის უნდა იყოს სავალდებულო

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. 

მოსაზრებას, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური მხოლოდ კაცებისთვის უნდა იყოს სავალდებულო, მოსახლეობის 64% ეთანხმება, 18% ფიქრობს, რომ ორივე სქესისთვის უნდა იყოს სავალდებულო, 16% კი თვლის, რომ საერთოდ არ უნდა იყოს სავალდებულო.

აღსანიშნავია, რომ ქალებიც და კაცებიც დაახლოებით თანაბრად ფიქრობენ, რომ სამხედრო სამსახური მხოლოდ კაცებისთვის უნდა იყოს სავალდებულო. 89% კი დაუჭერდა მხარს მისი ვაჟის გადაწყვეტილებას, სამხედრო კარიერას თუ აირჩევდა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.7%-ია.

კომენტარები