ავიარეისები

აირზენა ლონდონის, პრაღის და პარიზის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს იწყებს

flickr.com/photos/picturejohn64

ავიაკომპანია აირზენა 20 მაისიდან თბილისი-ლონდონის პირდაპირი რეისების შესრულებას იწყებს. "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორის გივი დავითაშვილის თქმით, პირდაპირი ფრენები დაემატება პრაღის მიმართულებითაც.

"20 მაისიდან ვიწყებთ პირდაპირი რეისების შესრულებას თბილისიდან ლონდონის მიმართულებით, ფრენები შესრულდება კვირაში ორჯერ - ორშაბათსა და შაბათს. ასევე, 12 ივნისიდან ვიწყებთ პრაღის მიმართულებით პირდაპირი ფრენების შესრულებას - ყოველ ორშაბათსა და შაბათს. მიმდინარე წლის აპრილის ბოლოდან დავიწყეთ პირდაპირი ფრენები კიევის მიმართულებით, რომელიც ხორციელდება ყოველდღიურად. ასევე, ყაზანის მიმართულებით, 2 ივნისიდან, ფრენებს კვირაში 2 სიხშირით ვამატებთ. ასევე მგზავრთა მოთხოვნის საფუძველზე, დაგეგმილი გვაქვს პარიზის მიმრთულებით ავიარეისების განხორციელება, რომელიც კვირაში ორი სიხშირით შესრულდება", - განაცხადა დავითაშვილმა.

აირზენა პირდაპირ რეისებს თბილისი-ბარსელონას მიმართულებითაც იწყებს. 5 ივლისიდან - 13 სექტემბრის ჩათვლით, პირდაპირი ფრენები ყოველ ოთხშაბათს შესრულდება. ორი გზის ღირებულება 458 ევროდან დაიწყება.

კომენტარები