NDI-ის გამოკითხვა

NDI: 18-35 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, 21% მიიჩნევს, რომ რუსეთში დემოკრატიაა

0 კომენტარი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 15% მიიჩნევს, რომ რუსეთში დემოკრატია არის, 51% პასუხობს, რომ "არა", ხოლო 34%-მა არ იცის, არის თუ არა რუსეთში დემოკრატია.

რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიას, 18-35 წლამდე ახალგაზრდების 21% მიიჩნევს, რომ რუსეთში დემოკრატიაა, 36-55 წლამდე გამოკითხულთა 10% პასუხობს დადებითად, ხოლო 56 წელზე ზემოთ კატეგორიის 15% ფიქრობს, რომ რუსეთში ამჟამად დემოკრატიაა.

დასახლებების მიხედვით კი, დიდ ქალაქებში 18% ფიქრობს, რომ ამჟამად რუსეთში არის დემოკრატია, პატარა ქალაქებში - 10%, თბილისში - 15%, სოფელში - 12%, ხოლო უმცირესობათა დასახლებებში - 29%.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.7%-ია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები