ცვლილებები კონსტიტუციაში

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდნენ

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები ვენეციის კომისიის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ მდივანს შეხვდნენ
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოსა, და აღმასრულებელ მდივანს, ტომას მარკერტს, შეხვდნენ. 

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტი იყო. მხარეებმა ყველა ის სადაო საკითხი განიხილეს, რომელიც საყოველთაო სახალხო განხილვის დროს გამოვლინდა. 

"უახლოეს მომავალში ბერლინში გაიმართება კონფერენცია, სადაც უფრო დეტალურად მოხდება საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვა. შეხვედრისას ყურადღება რამდენიმე საკითხზე გამახვილდა. საპარლამენტო მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით, კრიტიკული მოსაზრებები არ გამოთქმულა, თუმცა ხაზგასმით აღინიშნა, რომ მმართველობის ასეთ მოდელზე გადასვლის შემთხვევაში, აუცილებელია საპარლამენტო არჩევნების კანონმდებლობის დახვეწა,"- ამბობს ანა დოლიძე. 

ვენეციის კომისია ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც ქვეყნებს კონსტიტუციურ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციებს უწევს. 

კომენტარები