თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან

13 მაისს საქართველო და ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას გააფორმებენ

REUTERS

13 მაისს საქართველო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებენ. ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრი ჟონგ შანი.

ხელშეკრულების ფარგლებში ჩინეთში იმპორტისას ქართული პროდუქციის 94% გათავისუფლდება ნებისმიერი საბაჟო გადასახადისგან. საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ყველანაირი ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული ასევე სამრეწველო პროდუქციებიდან სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, სარეცხის მანქანები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ.

ჩინეთს გაფორმებული აქვს 14 თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მსოფლიოს 24-ზე მეტ სახელმწიფოსა და რეგიონთან. 13 მაისიდან მათ სიას საქართველოც დაემატება. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული. 

ჩინეთს საქართველოსთვის ტარიფების განულებისთვის არ დაუწესებია გარდამავალი პერიოდი, რაც ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში 5-10 წლამდე გრძელდება.

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან. ჯამში ამ ბაზრების მოცულობა 2 მილიარდ მომხმარებელს შეადგენს. როგორც ცნობილია ამ დროისთვის მთავრობა ანალოგიური შეთანხმების ინდოეთთან გაფორმებაზე მუშაობს.

რაც შეეხება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს გაჟღებული იდეას, საქართველო აშშ-ს სავაჭრო ხელშეკრულებას რაიმე სახის პროგრესი ამ დრომდე არ განუცდია. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტს კონგრესის 30-მა წევრმა საქართველოსთან სავაჭრი გაფორმების თხოვნით მიმართა. ამავე პერიოდში გაიმართა პრემიერმინისტრის ვიზიტი აშშ-ში, როგორც ცნობილია სავაჭრო ურთიერთობები გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა, თუმცა უცნობია შედგა თუ არა რაიმე კომუნიკაცია უშუალოდ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესახებ.

კომენტარები