თურქეთი

თურქეთში ავარიას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი კრიტიკულ მდგომარეობაშია

Hürriyet

თურქეთში, ქალაქ მარმარისში, ავარიას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი კრიტიკულ მდგომარებაში. მათ დიდ ნაწილს ბავშვები და ქალები შეადგენენ. 31-ვე მგზავრი თურქეთის მოქალაქე იყო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მარმარისის რაიონში, მუღლა-ანტალიის ტრასაზე, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც მანქანა გადაბრუნდა. ტრასაზე მოძრაობა გადაკეტილია. 

პროვინციის გუბერნატორის, ამირ ჩიჩეკის თქმით, მიკროავტობუსი იზმირის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც ერთ-ერთ მოსახვევში მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. მისი თქმით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყებულია.

კომენტარები