თავდასხმა ლაშა თორდიაზე

თორდია: თავს ოთარ ფარცხალაძე დამესხა

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია
ტაბულა

გუშინ ღამით, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ ელ ცენტროში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას თავს დაესხნენ. ამ ეტაპზე თორდია საავადმყოფოში იმყოფება და ტვინის შერყევა აქვს.

როგორც აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა რუსთავი 2-ს განუცხადა, მასზე თავდასხმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ განახორციელა. როგორც ლაშა თორდია ამბობს, მომხდარი იყო პირადი ანგარიშსწორება და უკავშირდება მის სამსახურებრივ საქმიანობას. მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამზადებს დასკვნას, რომელიც მთავარი პროკურატურის საქმიანობის სწორედ იმ პერიოდს ეხება, როდესაც პროკურატურას ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.

თორდიას თქმით, ფარცხალაძესთან ერთად კიდევ 3-4 პირი იმყოფებოდა, რომლებიც ასევე ურტყამდნენ.

შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

კომენტარები