თავდასხმა

ოთარ ფარცხალაძეს შსს-ს თანამშრომლები სტუმრობდნენ

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

რუსთავი2-ის კამერამ ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე საკუთარ ნაქირავებ სახლში გადაიღო, სადაც გუშინ, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სტუმრობდნენ.

როგორც კადრში ჩანს, შეხვედრის დასასრულს ფარცხალაძე მათ გადაეხვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის თქმით, ეს მეგობრული ვიზიტი იყო და ფარცხალაძე არ დაუკითხავთ. ის, რომ შსს-ს თანამშრომლები იყვნენ, თავად დაადასტურეს და მანქანასაც ჰქონდა შესაბამისი ნიშანი.

ფარცხალაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ დრომდე დაკითხული არ არის.

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს თავდასხმასა და ცემაში ადანაშაულებს. ის მომხდარს აუდიტის სამსახურის საქმიანობას უკავშირებს, კერძოდ კი, 2016 წელს მიწების გადაცემას, სადაც ფარცხალაძე ფიგურირებს. გამოძიება დაწყებულია სსკ 126-ე, ძალადობის მუხლით. თავად ოთარ ფარცხალაძე ამბობს, რომ კონფლიქტის ინიციატორი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია იყო. თორდიამ კი ფარცხალაძეს მოუწოდა, ნარკოგამოკვლევა ორივემ ჩაიტარონ, რათა გაირკვეს, ვინ რისი თრობის ქვეშ იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები