NDI-ის გამოკითხვა

NDI: საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება - 33%, არასწორი - 32%, არ იცვლება - 31%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. 

კითხვაზე, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, მოსახლეობის 33% ფიქრობს, რომ სწორი, 32% არასწორი, ხოლო 31% თვლის, რომ საერთოდ არ იცვლება.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.7%-ია.

კომენტარები