NDI-ის გამოკითხვა

NDI: 67% - სახელმწიფომ უნდა შეამოწმოს, როგორ იხარჯება ეკლესიისთვის გამოყოფილი თანხა

საპატრიარქო

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 67% ფიქრობს, რომ სახელმწიფომ უნდა შეამოწმოს, როგორ იხარჯება ეკლესიისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, 22% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, ხოლო 11%-მა არ იცის. 

ამასთან, გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს ეკლესიისთვის ყოველწლიურად 25 მილიონი ლარის გამყოფა. 14%-ის აზრით, სახელმწიფომ უნდა გაზარდოს თანხის ოდენობა, 20% ფიქრობს, რომ უნდა შემცირდეს ეკლესიისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის რაოდენობა, ხოლო 8%-ის აზრით, სახელმწიფომ ეკლესიისთვის თანხა საერთოდ არ უნდა გამოყოს.

აღსანიშნავია, რომ წინა კვლევასთან შედარებით, შემცირებულია მათი რაოდენობა, ვინც მართლმადიდებლური ეკლესიის საქმოანობას კარგად აფასებს. კერძოდ, 2017 წლის აპრილში ეკლესიის საქმიანობას კარგად აფასებს 60% (ძალიან კარგად - 14%, კარგად - 46%), საშუალოდ - 23%, ცუდად - 6%. 2016 წლის მარტში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიამობას კარგად 72% აფასებდა, ხოლო 2015 წლის აპრილში - 75%.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.7%-ია.

კომენტარები