NDI-ის გამოკითხვა

NDI: ჩემს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ქართული ოცნებაა - 29%, ენმ - 10%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. 

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 29% ასახელებს ქართულ ოცნებას, 10% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 38% არცერთ პარტიას, პატრიოტთა ალიანსი 4%, ლეიბორისტული პარტია 3%.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.7%-ია.

კომენტარები