NDI-ის გამოკითხვა

NDI: 84% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით ხალხმა უნდა აირჩიოს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 84% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი არჩევნების წესით, ხალხის მიერ უნდა მოხდეს, მხოლოდ 9% ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა (პარლამენტარები, საკრებულოს წევრები და ა.შ) უნდა აირჩიონ. 2% არც ერთ მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 4%-მა არ იცის.

ცნობისთვის, საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს 300 ხმოსანისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.7%-ია.

კომენტარები