თავდასხმა

თორდია: გული მწყდება, რომ სახელწიფო ინსტიტუტები ავაზაკს "აპრავებენ"

ტაბულა

გერენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ აღნიშნა, რომ არ ენდობა საგამოძიებო ორგანოებს. თორდია ეჭვობს, რომ ოთარ ფარცხალაძე და პროკურატურა შეთანხმებულად მოქმედებენ.

"ჩემი ნდობა მათ მიმართ არის მინიმალურზე მინიმალური. ჩემი ეჭვი ეფუძნება იმ გარემოებებს, რომლებიც გუშინ განვითარდა. მას შემდეგ, რაც ჩემთან იყვნენ პროკურორები და დამისვეს კითხვები - მქონდა თუ არა დალეული ალკოჰოლური სასმელი, საღამოს ვიხილე განცხადება, რომელიც გააკეთა ბატონმა ოთარმა. გამიჩნდა ეჭვი, რომ მოქალაქე ოთარ ფარცხალაძე და პროკურატურა მოქმედებენ შეთანხმებულად. ამას ემატება ის გარემოებები, რასაც ვუყურებ სოციალური ქსელის და ტელევიზიის საშუალებით, როდესაც მის სახლში მობილიზებულია ფინანსური პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, ადამიანები, რომლებიც ღამის 2-3 საათზე მის სახლთან იკრიბებიან და განიხილავენ რაღაც საკითხებს", -თქვა თორდიამ.

გენერალური აუდიტორიამბობს, რომ მის მიმართ ამ დღეებში არაერთი ბრალდება გაიჟღერებს და შესაძლოა ვიდეოებიც გავრცელდეს, რისთვისაც ის მზად არის.

"ვერ შემაშინებს ვერც ფინანსური პოლიცია, ვერც პროკურატურა. უბრალოდ, გული მწყდება, რომ სახელწიფო ინსტიტუტები ჩართულები არიან ერთ-ერთი ავაზაკის "გაპრავებაში".

სამარცხვინოა, რომ თურმე ოთარ ფარცხალაძე იმყოფებოდა დაწესებულებაში, სადაც წიგნს კითხულობდა, მე ვქეიფობდი, ვღრეობდი და მივუვარდი ოთარ ფარცხალაძეს, რათა წამეკითხა, რასაც კითხულობდა. თითქოს, ლიტერატურულ კაფეში იმყოფებოდა და მე იქ ვქეიფობდი", - თქვა ლაშა თორდიამ.

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს თავდასხმასა და ცემაში ადანაშაულებს. ის მომხდარს აუდიტის სამსახურის საქმიანობას უკავშირებს, კერძოდ კი, 2016 წელს მიწების გადაცემას, სადაც ფარცხალაძე ფიგურირებს. გამოძიება დაწყებულია სსკ 126-ე, ძალადობის მუხლით. თავად ოთარ ფარცხალაძე ამბობს, რომ კონფლიქტის ინიციატორი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია იყო. თორდიამ კი ფარცხალაძეს მოუწოდა, ნარკოგამოკვლევა ორივემ ჩაიტარონ, რათა გაირკვეს, ვინ რისი თრობის ქვეშ იყო.

კომენტარები