კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვა

თბილისში კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ტაბულა

თბილისში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

შეხვედრის დროს, გარკვეულ ჯგუფებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

აუდიტორია 115-ის წევრები, რომლებიც საყოველთაო განხილვას ესწრებიან შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით სიტყვით გამოვიდნენ.

კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვას ასევე ესწრება თავისუფალი თაობის წევრი ლადო სადღობელაშვილი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვას აპროტესტებს.

კომენტარები