ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

KCNA

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, გუშინ ახალი, საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტის გამოცდა წარმატებით განხორციელდა. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, Hwasong-12-ის ბალისტიკურმა რაკეტამ 787 კილომეტრი დაფარა და იაპონიის ზღვის დასავლეთ ნაწილში ჩავარდა.

ბალისტიკური რაკეტის გამოცდას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ესწრებოდა. 

სამხრეთ კორეის სამხედრო ძალები ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებენ ჩრდილოეთ კორეის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას.

აშშ-მა და იაპონიამ კი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვიეს, რომელიც ხვალ გაიმართება.

კომენტარები