დაჭრა

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი დაჭრეს

ღამით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი დაჭრეს - ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. მოჭიდავეს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

7 მაისს ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა.

კომენტარები