მაკრონის საკადრო პოლიტიკა

მაკრონმა პრემიერმინისტრად რესპუბლიკელი ედუარდ ფილიპი დაასახელა

AFP

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის პრემიერმინისტრად რესპუბლიკური პარტიის წევრი ედუარდ ფილიპი დაასახელა.

ქალაქ ლე ავრის ყოფილი მერი მაკრონის მიერ დასახელებული პირველი მაღალი თანამდებობის პირია.

აღსანიშნავია, რომ ფილიპი მემარჯვენე-ცენტრისტული რესპუბლიკური პარტიის წევრია და მაკრონის პარტია La République En Marche! კი ცენტრისტულია.

ედუარდ ფილიპი წინასაარჩევნო პერიოდში რესპუბლიკელ ალან ჟუპეს უჭერდა მხარს, რომელიც შიდაპარტიულ პრაიმერში ფრანსუა ფიიონთან დამარცხდა.

ემანუელ მაკრონი დღის ბოლოს გერმანიაში ჩავა და კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება.

კომენტარები