საზოგადოებრივი მაუწყებელი

GPB-ის ახალი სეზონის შესარჩევი გადაცემების მეორე ტურში გადასული კონკურსანტები

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად მეორე ტურში გადასულ კონკურსანტების სია გაასაჯაროვა. ახალი სეზონის გადაცემების შესარჩევ კონკურსში 153 პროექტი მონაწილეობდა, კონკურსის მეორე ტურში კი 37 პროექტი გადავიდა. 

სოციალური თოქ-შოუს კატეგორია

შალვა რამიშვილი - მედია-რენტგენი

ეკატერინე გვახარია - კედელი

ქეთევან კაპანაძე - რეალური სივრცე

ნინო ჩუტკერაშვილი - ჩემი უფლება

გიორგი ჭანტურია - სოციალური კლუბი

ზურაბ ვარდიაშვილი - ქალაქი

კულტურული-შემეცნებითი გადაცემები

მზია ლომთათიძე - 44

გიორგი ჭყონია - ESSE HOMO

ალექსანდრე ცაგარელი, გურამ სულთანიშვილი - მითები და სტერეოტიპები

გიორგი ასანიშვილი - ნაცნობი მელოდიები

სალომე დადუნაშვილი - ღამე მუზეუმში

ნაჯა ორაშვილი, ნიკო ნიკოლაძე - კიმონო

კულტურის სიახლეების მიმოხილვა

ირმა ხომერიკი - ნათელი ოთახი

ელენე ბაკა კვირცხალია - შაბათს საღამოს ლიზასთან

თეონა ჯორბენაძე - Modem/Art

სერგი გვარჯალაძე - კურატ2

შემეცნებით-საგანმანათლებლო / ჯანსაღი ცხოვრება

მარი მალაზონია - პირადი ექიმი - მარი მალაზონია

სოფლის მეურნეობა

ბესიკ შარაშიძე - ფერმერის გაკვეთილები

თამარ ბოლქვაძე - ფერმა

გიორგი ჭანტურია - ფერმა

ირაკლი ჭანტურია - აგროკვესტი

ისტორია/ლიტერატურა/მეცნიერება

თიკა ანდღულაძე - სელფი 360 (selfie 360)

მარიამ ონეზაშვილი - იცი თუ არა

ლექსო ქურხული - ხანმოკლე XX საუკუნე

ნინო ნანიტაშვილი - ოკულარი

ვასილ ჯანიკაშვილი - მკითხველთა კლუბი

საბავშვო შემეცნებითი გადაცემა

ნანა მეგრელიშვილი - ბაბილინას საკვირაო სკოლა

დალი ხოჯავა - სუპერ გმირი

გოჩა ქიმუცაძე - მხიარული გაკვეთილები

საბავშვო-ახალგაზრდული შემეცნებითი გადაცემა

ნინო კელაურიძე - წიგნების თარო

გიორგი ჩანჩიბაძე - მხიარული სტარტები

თამარ ციციშვილი - ხარ თუ არა მეხუთე კლასელზე ჭკვიანი?!

გიორგი ვარსიმაშვილი - დეტექტივი

კულინარიული შოუ

ეკატერინე ადეიშვილი - შიმშილის თამაშები

გიორგი ჭანტურია - კულინარული მოგზაურობა

ზაზა ორაშვილი - ოჯახური რეცეპტები

ნინო გოგოლაური - გურმანია

3 ეტაპიანი კონკურსის შედეგად, 12-კაციანმა კომისიამ 9 გადაცემა უნდა შეარჩიოს. კომისიას საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაწარმოების დირექტორი პაატა ქურდაძე ხელმძღვანელობს.

კომისიის შემადგენლობაში შედიან:

  • დრამატურგი - თამარ ბართაია;
  • სოციოლოგი - იაგო კაჭკაჭიშვილი;
  • მედიაკრიტიკოსი - დავით ბუხრიკიძე;
  • სცენარისტი, რეჟისორი - სოფო ბაბლუანი;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკის დირექტორი - თეო მაზმიშვილი;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო არხების ხელმძღვანელი რუსუდან მანჯგალაძე;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის ხელმძღვანელი კოტე ჯანდიერი;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმოების დეპარტამენტის უფროსი თემურ გოგოლაძე;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიზუალური გაფორმების სამსახურის უფროსი კახაბერ ბუხრაშვილი;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის კვლევისა და ანალიტიკის სამსახურის სოციოლოგი რუსუდან ახვლედიანი;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის ონლაინ მედია ხელმძღვანელი თამარ კაციტაძე

მეორე ტურში გადასული აპლიკანტები კომისიის წინაშე პროექტის პრეზენტაციას გამართავენ. მესამე ტური კი გადაცემის პილოტის მომზადებას ითვალისწინებს. კონკურსში გამარჯვებული პროექტები ივნისის დასაწყისში გახდება ცნობილი. 

კომენტარები