საქართველოს ენერგეტიკა

კალაძე გადამცემი ხაზების დამონტაჟებაზე: დესტრუქციული ძალები ვითარებას ძაბავენ

ვიცეპრემიერი კახა კალაძე
ტაბულა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ქსანი-სტეფანწმინდის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დამონტაჟების საკითხი შეაფასა. კალაძის თქმით, დესტრუქციული ძალები ვითარებას ძაბავენ.

"ეს არიან ადამიანები, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყანაში ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას და ეკონომიკურ განვითარებას. ისინი ცდილობენ დეზინფორმაციული განცხადებებით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, თითქოს ეს გადამცემი ხაზები აზიანებს ჯანმრთელობას და იწვევს მეწყერებს. ამასთან, დაგვადანაშაულეს ვანდალიზმში,თითქოს საფლავებს ვანადგურებთ. ეს სიცრუეა,"-განაცხადა კახა კალაძემ. 

ადგილობრივმა მოსახლეობამ ელექტროგადამცემი ხაზების დამონტაჟება რამდენჯერმე გააპროტესტა. მათივე თქმით, ხაზების გაყვანა მათ ჯანმრთელობას პრობლემებს უქმნის.  

კომენტარები