უაქციზო სიგარეტი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის რეალიზაციისთვის ორი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობის უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაცია-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა. 

"ერთ-ერთი ბრალდებული, წყალტუბოს რაიონში საკუთარი სახლის სხვენში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებრებულ უაქციზო სიგარეტს, კერძოდ, 29 239 კოლოფ Master- ს, რომლის ნაწილიც, 7 500 კოლოფი სიგარეტი გაასაღა ერთ-ერთ ბრალდებულზე. საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნული პირი დააკავა პროდუქციის გადაზიდვის მომენტში, ხოლო დანარჩენი უაქციზო სიგარეტი ამოიღო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები