უკრაინა-რუსეთის ურთიერთობა

უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანაში რუსული სოციალური ქსელები და საიტები აკრძალა

გლებ გარანიჩი / REUTERS

უკრაინის ხელისუფლებამ რუსული კომპანიების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციები ისეთ სოციალურ ქსელებსაც ეხება, როგორიცაა "ВКонтакте" და "Одноклассники", ასევე Mail.Ru-ს ჰოლდინგს, რომელშიც სხვა სოციალური ქსელებია გაერთიანებული და "Яндекс"-ს. დოკუმენტები ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის საიტზეა გამოქვეყნებული

უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, ინტერნეტ პროვაიდერებს დაევალათ, რომ ზემოთ აღნიშნულ საიტებზე წვდომა დაბლოკონ.

"რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გარეშე, უკრაინაში რეფორმები შეუძლებელია,"- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო. 

სანქციები ასევე შეეხება რუსულ ტელეარხებსაც, როგორიცაა РБК, "ТВ Центр", ВГТРК, "НТВ Плюс", ТНТ და "Звезда".

პრეზიდენტის ბრძანებით, ასევე, გაიზარდა იმ ფიზიკური პირების სია, რომლებზეც სანქციები ამოქმედდება. ამ დროისთვის უკრაინის "შავ სიაში" 1 228 ადამიანი და 468 კომპანიაა. 

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში დაიწყო რუსული სოციალური ქსელების აკრძალვაზე საუბარი. შს მინისტრის მრჩეველი ამბობს, რომ ეს საიტები მთლიანად კონტროლის ქვეშაა და რუსული სპეცსამსახურების მიერ იმართება. 

Gemius-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, "ВКонтакте"-თი 5,4 მილიონი უკრაინელი სარგებლობს, "Одноклассники"-თ 3 მილიონი, ხოლო Facebook-ით 2,1 მილიონი. 

კომენტარები