ახალგაზრდები

მილიონერის რჩევა - გსურთ სახლის შეძენა? უარი თქვით ძვირადღირებულ ყავაზე

ყავა და ავოკადოს ტოსტი
Nature Box Blog

ავსტრალიელი მილიონერი ტიმ გარნერი ახალგაზრდებს, რომლებსაც სახლი ყიდვა სურთ, ურჩევს, რომ ავოკადოს ტოსტისა და ძვირადღირებული ყავის ყიდვა შეწყვიტონ. 

გარნერმა ამის შესახებ გადაცემაში "60 წუთი ავსტრალიაში" ისაუბრა. ის ამბობს, რომ ახალგაზრდა ადამიანებს იმიტომ არ შეუძლიათ ქონების ყიდვა, რომ ისინი ფულს ისეთ ტრენდულ რაღაცებზე ხარჯავენ, როგორიცაა ტოსტი და ძვირადღირებული ყავა. 

"როცა ჩემი პირველი სახლის ყიდვას ვცდილობდი, ფულს 19$-იან ავოკადოზე არ ვხარჯავდი და არც 4 ყავას ვყიდულობდი, თითოეულს 4$-ად. ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციაში ვართ, სადაც ახალგაზრდების მოლოდინი ძალიან, ძალიან მაღალია. ჩვენ ახალ რეალობაში ვაბიჯებთ, სადაც ადამიანების უმრავლესობას თავის სიცოცხლეში საკუთარი ბინა არ ექნებათ. ეს რეალობაა. როდესაც დღეში 40$-ს ავოკადოსა და ყავაზე ხარჯავ და არ მუშაობ, სხვა შედეგი ვერ დაიდება,"- ამბობს გარნერი.

ტიმ გარნერი არ არის პირველი, ვინც თქვა, რომ ახალგაზრდების მიერ ავოკადოს ტოსტის სიყვარული მათ სახლის შეძენას გაურთულებდათ. დემოგრაფმა ბერნარდ სოლტმა გასულ წელს დაწერა, რომ თუკი ახალგაზრდები "ჰიფსტერულ კაფეებში" სიარულს შეწყვეტენ, ისინი საკუთრების შეძენას შეძლებენ. 

"მე მინახავს ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც საჭმელად ავოკადოს ტოსტს უკვეთავენ, რომელიც 22$ და უფრო მეტიც ღირს. მე შემიძლია გავწვდე ამას ლანჩზე, რადგან საშუალო ასაკის ვარ და უკვე გაზრდილი მყავს ჩემი ოჯახი, მაგრამ როგორ შეუძლიათ, ახალგაზრდა ადამიანებს თავს უფლება მისცენ, ასე ჭამონ? ნუთუ ეკონომიას არ უნდა აკეთებდნენ სახლში ჭამით? რამდენად ხშირად ჭამენ ისინი გარეთ? კვირაში რამდენჯერმე 22 დოლარი დეპოზიტზე საკმაოდ დიდ თანხას შეადგენდა ბინის საყიდლად," - წერდა ბერნარდ სოლტი. 

კომენტარები