17 მაისი

ზაქარია ქუცნაშვილი ოჯახის სიწმიდის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ჩოხით მივიდა

ზაქარია ქუცნაშვილი / Zakaria Kutsnashvili/Fb.com

ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ვარდების მოედანზე, ოჯახის სიწმიდის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ჩოხით მივიდა.

"ოჯახი არის საზოგადოების მთავარი შემადგენელი ნაწილი, რომელიც ეფუძნება თანასწორობას და სიყვარულს, რომელიც არის მთავარი. ოჯახური ბედნიერება მინდა ვუსურვო თითოეულ ქართველს, მე ჩემი დღევანდელი ჩაცმულობით გამოვხატავ სოლიდარობას დღევანდელი დღისადმი”, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2013 წელს, ლგბტ აქტივისტებისა და მხარდამჭერების რუსთაველის გამზირზე დარბევის შემდეგ, საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმიდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.

კომენტარები