სახელმწიფო კანცელარიასთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული აქცია "ნუ დადგები ძალადობის მხარეს!" გაიმართა.
ლგბტი თემის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საკუთარ პრობლემებზე, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან და ხელისუფლებას სხვადასხვა ძალადობის ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდეს.
"უნდა მოგვცენ ინტეგრაციის და განვითარების საშუალება ისევე, როგორც სხვებს აქვთ", - თქვა აქციის მონაწილემ.
აქციის მონაწილეებს მიმდინარეობის მანძილზე პოლიციის კორდონი იცავდა. სასულიერი პირები და მრევლის ნაწილი ცდილობდნენ, შესულიყვნენ კანცელარიის ტერიტორიაზე, თუმცა, პოლიციამ მათ საშუალება არ მისცა.
კანცელარიასთან აქციის მონაწილეები სამარშრუტო ტაქსებით მიიყვანეს და ტერიტორია ამავე გზით დატოვეს.