26 მაისი

კვირიკაშვილი: 26 მაისის ძირითადი თემატიკა დაკავშირებული იქნება ვეფხისტყაოსანთან

გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნი ღონისძიებების შესახებ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"მინდა, ორიოდე სიტყვით 26 მაისის ღონისძიებებზე ვისაუბრო. ჩვენ წელს ავღვიშნავთ შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს და 26 მაისის ძირითადი თემატიკა იქნება დაკავშირებული ვეფხისტყაოსანთან. ჩვენ ეს განძი მაქსიმალურად უნდა წარმოვაჩინოთ. დღესასწაული ტრადიციულად გაიმართება სხვადასხვა ქალაქში და სხვადასხვა სამინისტრო იქნება წარმოდგენილი მასში", - თქვა პრემიერმა.

ამასთან, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განიხილავენ სპეციალურ დადგენილებას "26 მაისის აღსანიშნავად საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხოციელების შესახებ". მომხსენებელი თბილისის მერი დავით ნარმანიაა.

კომენტარები