საფრანგეთის მთავრობა

მაკრონის წარდგენილი სამთავრობო კაბინეტის წევრების ნახევარი ქალია

AFP

საფრანგეთის არჩეულმა პრეზიდენტმა სამთავრობო კაბინეტის წევრები წარადგინა. მაკრონმა გუნდის შერჩევისას, გენდერული ბალანსი დაიცვა - კაბინეტის წევრების ნახევარი ქალია.

მაკრონმა მინისტრთა კაბინეტი მემარცხენე, ცენტრისტი და მემარჯვენე პოლიტიკოსებით დააკომპლექტა. საფრანგეთის მომავალი სამთავრობო გუნდი ასე გამოიყურება:

პრემიერმინისტრობის კანდიდატი მემარჯვენე პარტია Les Républicains-ის წევრი ედუარდ ფილიპია.

თავდაცვის სამინისტროს სილვი გულარი უხელმძღვანელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალისტი ჟერარ კოლომბი ჩაუდგება სათავეში, იუსტიციის სამინისტროს კი ცენტრისტი ფრანსუა ბაირუ.

ეკონომიკის მინისტრი საფრანგეთის ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრი, კონსერვატორი ბრუნო ლე მარი იქნება.

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ჟან-ივ ლე დრიანია. დრიანი საფრანგეთის ექსპრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის პრეზიდენტობის დროს, თავდაცვის მინისტრი იყო.

საფრანგეთის ჯანდაცვის უწყებას ენიეს ბუზინი უხელმძღვანელებს, ეკოლოგიის სამინისტროს კი ნიკოლა ულო.

საფრანგეთის არჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას 14 მაისს შეუდგა. 

კომენტარები