კომუნიკაციები

ევროკომისიამ Facebook-ს €110 მილიონიანი ჯარიმა დააკისრა

8techonline.com

ევროკომისიამ facebook-ს €110 მილიონიანი ჯარიმა დააკისრა. ევროკომისია დღეს გავრცელებული განცხადებით, განმარტავს ტექნოლოგიური გიგანტის დაჯარიმების მიზეზებს. კომისიის შეფასებით, facebook-მა 2014 წელს WhatsApp-ის შეძენის დროს არასწორი ფინანსური ინფორმაცია გაავრცელა.

ევროკომისიის კონკურენციის სააგენტო განმარტავს, რომ  facebook-მა გაავრცელა მცდარი ტექნიკური ინფორმაცია WhatsApp-ის სერვისების თავსებადობასთან დაკავშირებით. კომისიის შეფასებით, ამ გარიგებით  facebook-მა დომინირებული საბაზრო მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა, რის გამოც ის დაჯარიმდა.

კომენტარები