ავტოსაგზაო შემთხვევა

ნიუ იორკის ცენტრში ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა - დაიღუპა ერთი ადამიანი

0 კომენტარი
ფოტო: Mary Altaffer / Associated Press

ნიუ იორკის ცენტრში, Times Square-ზე ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. დაღუპულია ერთი, ხოლო დაშავებულია 22 ადამიანი.

პოლიციის დეპარტამენტის სპიკერის თქმით, ავტომანქანის მძღოლი დაპატიმრებულია.

სამართალდამცავების ცნობით, მძღოლი მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. მათივე ცნობით, ავტომანქანის მძღოლი წარსულში ნასამართლევია.

შემთხვევის ადგილი პოლიციამ გადაკეტა. ინციდენტში მონაწილე წითელი ავტომობილი Honda Accord-ია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საპატრიარქო დეკანოზის ოჯახთან პატრიარქის შეხვედრის აუდიოჩანაწერს აქვეყნებს

კომენტარები