საგარეო ვაჭრობა

ექსპორტი 30%-ით გაიზარდა, საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონელი

Getty Images

საქსტატმა 2017 წლის იანვარ-აპრილის საგარეო ვაჭრობის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ექსპორტმა $788 მილიონი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 30%-ით მეტია. ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია. სპილენძის მადნებზე მთლიანი ექსპორტის 17.6% მოდის. 

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

1) სპინელძის მადნები და კონცენტრატები - $138 მილიონი, ზრდა წინა წელთან შედარებით 22%. წილი მთლიან ექსპორტში 17.6%. საქართველოდან ექსპორტირებული სპილენძის მადნების 2/3-ზე მეტი სინამდვილეში რეექსპორტს წარმოადგენს. აღნიშნულ პერიოდში სპილენძის მადნების იმპორტი $113 მილიონი იყო.


ფოტო: Getty Images

2) ფეროშენადნობები - $110 მილიონი, ზრდა წინა წელთან 150%. წილი მთლიან ექსპორტში 14%


ფოტო: Reuters

3) ავტოექსპორტი (რეექსპორტი) - $47 მილიონი, კლება წინა წელთან შედარებით 2%. წილი მთლიან ექსპორტში 6%


ფოტო: flickr.com

4) მედიკამენტები - $43.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 59%. წილი მთლიან ექსპორტში 5.6%


ფოტო: NHS

5) ღვინის ექსპორტი - $41 მილიონი, ზრდა წინა წელთან 44%. წილი მთლიან ექსპორტში 5.2%


ფოტო: ozkv.net

6) სპირტიანი სასმელები - $30.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 28%. წილი მთლიან ექსპორტში 3.9%


ფოტო: flickr.com

7) მინერალური წყლები - $30 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13%. წილი მთლიან ექპორტში 3.8%


ფოტო: flickr.com

8) აზოტოვანი სასუქები - $24 მილიონი, კლება წინა წელთან 27%. წილი მთლიან ექსპორტში 3.1%


ფოტო: hanyazilim.com

9) ოქრო - $23 მილიონი, კლება წინა წელთან 5%. წილი მთლიან ექსპორტში 3%


ფოტო: Andrey Rudakov / Reuters

10) თხილი და კაკალი - $21 მილიონი, კლება წინა წელთან 52%. წილი მთლიან ექსპორტში 2.8%


ფოტო: wikimedia.org

11) სხვა დანარჩენი საქონელი - $275 მილიონი, ზრდა წინა წელთან 43%. წილი მთლიან ექსპორტში 35%

იანვარ-აპრილში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი (სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის) $1.5 მილიარდი იყო, რაც სავაჭრო ბრუნვის 49%-ს შეადგენს.

2017 წლის დასაწყისში, ერთი მხრივ, შემომავალი სავალუტო ნაკადების: ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მატება შეიმჩნევა (ინვესტიციების სტატისტიკა უცნობია). მეორე მხრივ კი, 13%-ით მილიონით გაიზარდა გამავალი სავალუტო ნაკადების მოცულობა (იმპორტი). თუ შემომავალი სავალუტო ნაკადების იმაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდება, რაც გამავალ ნაკადებშია, ეროვნულ ვალუტას გამყარების ტენდენცია ექნება. 

კომენტარები