საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები 2017

გამოკითხვების თანახმად, მაკრონის პარტია საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს

0 კომენტარი
ფოტო: AFP

Opinionway-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტია La République En Marche! საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ლიდერობს.

გამოკითხვის თანახმად, ემანუელ მაკრონის პარტია საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 27 %-ს მიიღებს, რესპუბლიკური პარტია და ლე პენის ეროვნული ფრონტი კი 20-20 %-ს. 

კითხვაზე, სურთ თუ არა, რომ ახლად ემანუელ მაკრონის პარტიას საპარლამენტო უმრავლესობა ჰქონდეს, გამოკითხულთა 49 %-მა დადებთად უპასუხა, 49 %-მა კი უარყოფითად.

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური 11 ივნისს გაიმართება, მეორე კი 18 ივნისს.

საფრანგეთში მაჟორიტარული სისტემით პარლამენტის 577 წევრს ირჩევენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სერგეენკო: არანაირი ახალ საზღვრებზე გადმოწევა არ ხდება

კომენტარები