ე.წ. ციანიდის საქმე

პროკურორი: არავითარი ინტიმური ვიდეომასალა ციანიდის საქმეში არ არსებობს

ჯარჯი წიკლაური
პროკურატურა

ე. წ. ციანიდის საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური საქმეში რაიმე ინტიმური ვიდეოს არსებობას უარყოფს. 

"არავითარი ინტიმური ვიდეომასალა საქმეში არ არსებობს, მსგავსი არაფერი თქმულა. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქმეში არის გარკვეული სახის პირადი ინფორმაცია ბრალდებული გიორგი მამალაძის და მესამე პირების. ადვოკატების მხრიდან ხელოვნურად დამახინჯება იმისა, რომ ჩვენ მსგავსი ვიდეოებით ვიღაცას ვაშანტაჟებთ, ეს, ეტყობა, არის მათი სტრატეგია, რომ რაიმე გავლენა მოახდინონ დარბაზსა ან ჟურნალისტებზე, რათა თქვენ არასწორად გააშუქოთ პროცესი", - ამბობს წიკლაური.

აღსანიშნავია, რომ ინტიმური დეტალების შემცველი ვიდეოს არსებობაზე დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთმა პროკურორმა ვლადიმერ ვექილიანმა ისაუბრა. "ინტიმური ვიდეოებით ნუ გვაშანტაჟებთ", - ასე უპასუხა დაცვის მხარემ ბრალდებას.

კომენტარები