ელექტრომომარაგების შეზღუდვა

22 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

0 კომენტარი
ფოტო: Creative commons

ორშაბათს, 22 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს, სამგორის, გლდანის და კრწანისის რაიონებს. კომპანია მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერაბ ალექსიძის, ალმასიანის და ბერბუკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IIIა მიკრორაიონის და სესილია თაყაიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პუშკინის, დიუმას და კოტე აბხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 9 წელი გავიდა

კომენტარები