ჰომოფობია

მზიურის თავისუფალი კინოჩვენებების სივრცესთან ექსტრემისტული ჯგუფი შეიკრიბა

ტაბულა

მზიურის თავისუფალი ჩვენებების სივრცესთან ექსტრემისტული ჯგუფი შეიკრიბა. ადგილზე იმყოფება პოლიციაც.

ფოტო: ტაბულა


ფოტო: ტაბულა

ექსტრემისტული ჯგუფი დღის განმავლობაში, მზიურის თავისუფალი ჩვენებების სივრცეს ჰომოფობიის ნიადაგზე დარბევით ემუქრებოდა.

მზიურის თავისუფალ სივრცეში დღეს ფილმ "პრაიდის" ჩვენება მიმდინარეობს.

ფილმი "პრაიდი" მარგარეტ ტეთჩერის პრემიერმინისტრობის პერიოდს ეხება, როდესაც ბრიტანეთში მაღაროელთა საყოველთაო გაფიცვები დაიწყო. გაფიცულებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად ლგბტ თემის წარმომადგენლებმა გადამწყვეტი რაოდენობის თანხის შეგროვება შეძლეს.

კომენტარები