ჰომოფობია

შსს: 112-მა მიიღო შეტყობინება, რომ მზიურის ერთ-ერთ კაფეში, შესაძლოა, ბომბი იყოს

როგორც ტაბულას შსს-ში განუცხადეს, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ მზიურის ტერიტორიაზე ერთ-ერთ კაფეში შეაძლოა იყოს ასაფეთქებელი მოწყობილობა.

უწყებაში განმარტავენ, რომ ადგილზე პოლიცია შესაბამის ზომებს ატარებს და მზიურში მყოფ ადამიანებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

ტაბულას ადგილზე მყოფი ჟურნალისტის ცნობით, ფილმის ჩვენება შეჩერებულია.

კინოჩვენებაზე მისული მარიამ ქაჯაიას თქმით, მაყურებლების ნაწილმა მზიურის ტერიტორია უკვე დატოვა, ნაწილს კი პოლიციის მანქანაში სვამენ და უსაფრთხო ადგილზე წაყვანას პირდებიან.

ტაბულას ჟურნალისტის ცნობით, ტერიტორიის დატოვება მზიურთან შეკრებილმა ექსტრემისტულმა ჯგუფმაც დაიწყო.

კომენტარები