დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთში ხმლით იცეკვა [ვიდეო]


ფოტო: Reuters

დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში საუდის არაბეთის მეფის, სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე, ცერემონიულ ხმლით ცეკვაში მიიღო მონაწილეობა. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის გარდა ცეკვაში მონაწილეობა სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა და ვაჭრობის მდივანმა ვილბურ როსმაც მიიღეს.

ეს დონალდ ტრამპისთვის პირველი საერთაშორისო ვიზიტია. დღესვე აშშ-ის პრეზიდენტმა საუდის არაბეთთან ისტორიაში ყველაზე მსხვილი სამხედრო შეთანხმება გააფორმა. საუდის არაბეთი აშშ-ისგან $110 მილიარდი დოლარის სამხდერო შეიარაღებას შეიძენს. შეთანხმების გაფორმებისას ტრამპმა თქვა, რომ ეს შეთანხმება ამერიკაში მოიტანს - "სამუშაოებს, სამუშაოებს, სამუშაოებს."


ფოტო: Reuters

კომენტარები