სირიის კრიზისი

ასადის რეჟიმმა ქალაქ ჰომსზე სრული კონტროლი მოიპოვა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ ჰომსზე სრული კონტროლი მოიპოვეს.

მოლაპარაკებების ბოლო ეტაპის შედეგად, ქალაქი ჰომსი უკანასკნელმა 700-მდე მეამბოხემ და მათმა ოჯახის წევრებმა დატოვეს, რაც დაახლოებით 3000-მდე ადამიანს უდრის. სირიის არმიამ ქალაქში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა საბრძოლო მასალები ამოიღო. მოლაპარაკებებში ჩართულნი იყვნენ რუსი სამხედროებიც.

ჰომსიდან ამბოხებულებისგან გათავისუფლება ეტაპობრივად ხდებოდა, საერთო ჯამში, ქალაქი 16 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

ამბოხებულები ევაკუაციისთვის გამოყოფილი ავტობუსებით იდლიბის პროვინციაში გადაიყვანეს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები