ბრაზილია

ბრაზილიაში ასობით ათასი ადამიანი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს

Reuters

ბრაზილიის დიდ ქალაქებში პრეზიდენტის, მიშელ ტემერის გადადგომის მოთხოვნით ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა.

დემონსტრაციები Globo-ს მიერ ფარული აუდიოჩანაწერის გამოაქვეყნებას მოყვა, სადაც ტემერი, დეპუტატთა პალატის ყოფილი თავმჯდომარის დუმილის სანაცვლოდ, მისთვის 630 000 დოლარის ოდენობით ქრთამის გადახდის ბრძანებას გასცემს. 

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ, პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ნებართვა ერთ-ერთი დეპუტატის მიერ შეტანილი საჩივრის საფუძველზე გასცა.

მიშელ ტემერი ამ დრომდე ბრალდებას უარყოფს და პრეზიდენტის პოსტის დატოვებაზე უარს აცხადებს.

კომენტარები