აუდიტის სამსახური

შესაძლოა, აუდიტის სამსახურის მომავალი ხელმძღვანელი დავით ნარმანია იყოს

დავით ნარმანია
თბილისის მერია

შესაძლოა, აუდიტის სამსახურის მომავალი ხელმძღვანელი დავით ნარმანია იყოს. დღეს თბილისის მერმა დაადასტურა, რომ ქართულ ოცნებაში ეს ვერსია განიხილება. როგორც ცნობილია, ამჟამინდელ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას ვადა მიმდინარე წლის ივლისში ეწურება.

"კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის არჩევნებზე. როგორც კი დასრულდება, გაიგებთ ამის შესახებ. მათ შორის განიხილება ეს[აუდიტის სამსახურის უფროსად მისი არჩევა] ვერსიაც", - ამბობს ნარმანია.

რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის დასახელებას, ნარმანია ამბობს - "ნუ გავუსწრებთ მოვლენებს".

კომენტარები