ოთარ ფარცხალაძე

ფარცხალაძის ადვოკატი: აუდიტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია

ტაბულა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემაზე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია სხვადასხვა საეჭვო გარემოებაზე, რაც ფარცხალაძის კომპანიის საქმიანობას უკავშირდება, მისი მიხედვით, მერიამ აუქციონი ისეთი პირობებით მოაწყო, რომ მასში ერთადერთი შესაძლო გამარჯვებული ფარცხალაძე ყოფილიყო. ანგარიშში ასევე საუბარია იმ გარემოებაზე, რომ კომპანია ბი ეს არ-სი დი ჯის სახელმწიფო მხოლოდ მაშინ დაეხმარა, როდესაც მისი მესაკუთრე ოთარ ფარცხალაძე გახდა. ფარცხალაძის უფლებადამცველი გაგი მოსიაშვილი ამბობს, რომ აუდიტის მიერ გავრცელებული ინფორნაცია მცდარია. 

"ეს დოკუმენტი ამტკიცებს იმას, რომ აუდიტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია, რომ აუდიტის სამსახური ამბობს, რომ ვერ მოიძია თურმე კომუნიკაცია, რომ არსებობდა მერიასთან აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან, მაგრამ ფარცხალაძე ამ კომპანიაში არ შევიდა. ჩანაცვლების საკითხი დგას ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც ფარცხალაძე ამ კომპანიაში არ არის და თუ ამ კუთხით გავყვებით, ლოგიკურია, რომ არანაირ პრივილეგირებულ მდგომარეობაზე არ არის საუბარი და პლიუს ამას, ლევან სამხარაული ექსპერტიზის დასკვნით არის შეფასებული მიწის ნაკვეთები და რაც არის სხვაობა, ეს სხვაობა არის შემდგომში გადახდილი ამ ჩანაცვლების შემთხვევაში ფარცხალაძის კომპანიის მხრიდან",- განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

კომენტარები