ტერაქტი

მანჩესტერ არენაზე მომხდარ სავარაუდო ტერაქტს სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა

მანჩესტერ არენაზე მომხდარ სავარაუდო ტერაქტს სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა, 59 კი დაშავდა. 

აფეთქება ამერიკელი პოპ-მომღერლის არიანა გრანდეს კონცერტის დროს მოხდა. ვარაუდობენ, რომ თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. 

ბრიტანეთის პრემიერის ტერეზა მეის თქმით, მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავენ. დადასტურების შემთხვევაში, ბრიტანეთისთვის ეს ყველაზე სისხლიანი თავდასხმა იქნება 2005 წლის ლონდონის მეტროს ტერაქტების შემდეგ.

აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით საღამოს 11-ის ნახევარზე მოხდა. მანჩესტერ არენა სულ 21 ათას ადამიანს იტევს. დამსწრეთა შორის ბევრი ბავშვი იყო.

კომენტარები